ისაგირე ამ ზაფხულს მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობდა. მან ესპანეტისა და ცილეს ნაკრებებთან ითამაშა, შვეიცარიასთან კი არ გახლდათ მოედანზე. ნილ ლენონმა ახალი ფეხბურთელის შესახებ ასე თქვა: "მან
იგუირეზე ლაპარაკის სემდეგ "სელტიკის" მწვრთნელმა გუნდაწყვეტით აღნიშნა, რომ კრეიგ ბელამი "კარდიფში" გადავიდა. მოგეხსენებათ, ლენონს უელსელი "სელტიკში" სჭირდებოდა, თუმცა, იგი იხტიბარს არ იტეხს და ამბობს, რომ რომელიმე "დიდ სახელს" მაინც მიიყვანს "სელტიკ პარკზე". შეგახსენებთ, რომ ლენონს რამდენიმე "დიდი" ვარიანტი უკვე ჩაუვარდია. ლაპარაკი იყო დევიდ ჯეიმსზე, სოლ კემპბელსა და ჯიმი ბალარდზე.
"იმედი სულაც არ გამიტეხავს - ამბობს ლენონი - ასეთი რამეები ხდება, რაც ჩვენ იმთავითვე კარგად ვიცოდით და სხვა ვარიანტებიც გვქონდა მომზადებული. რაც შეეხება კრეიგს, მისი გუნდში აყვანა მართლა ძალიან მინდოდა, მაგრამ არ გამოვიდა, რამაც მეტისმეტად დამწყვიტა გული. რას იზამ ცხოვრება გრძელდება. ისე კი, სწორედ კრეიგის დონის ფეხბურთელი მინდა გუნდში მივიყვანო. ასეტი რამ წინა წლებში გაგვიკეთებია და განზრახვაზე ხელს არ ავიღებთ. ახლა მიზანში რამდენიმე მოთამაშე მყავს ამოღებული. მინდა ისინი ვიყიდო. თუ გამომივა, ამას არაფერი აჯობებს, თუ არა და, ისედაც ჩინებული ფეხბურთელებით ვართ დაკომპლექტებული".