ჰარი რედნაპი: კაპელომ რუნის შესახებ გადაწყვეტილება ახლავე უნდა მიიღოს

AutoSharing Option
"ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა ჰარი რედნაპმა აღნიშნა, რომ უეინ რუნი, რომელსაც ეროვნულ გუნდში სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია აქვს, ინგლისის ნაკრებს ევრო-2012-ზე გამოადგება. მისი თქმით, ჯგუფური ტურნირის გადალახვას ინგლისის ნაკრები "მანჩესტერ იუნაიტედის" ფორვარდის გარეშეც შესძლებს.

"ფაბიო კაპელომ გადაწყვეტილება აუცილებლად ახლავე უნდა მიიღოს. მე რომ ნაკრების მწვრთნელი ვიყო მას ევროპის ჩემპიონატის წინ არ მივიწვევდი, მაგრამ ფინალური ტურნირის განაცხადში მისი შეყვანა აუცილებელია. ინგლისი საკმაოდ ძლიერია, რათა ჯგუფური ეტაპი რუნის გარეშე დასძლიოს, ტურნირის შემდეგ სტადიაში კი ის გუნდს აუცილებლად გააძლიერებს.

ჩერნოგორიასთან თამასის დროს მისმა გაძევებამ  და სამმატჩიანი
დისკვალიფიკაციის ამბავმა შოკში ჩამაგდო. მაგრამ ეს მას სამომავლოდ  კარგ გაკვეთილად გამოადგება. ვერაფერს ვიზამთ - ამ ფეხბურთელის თამაში მომწონს, მაგრამ წესები ასეთია და მათი იგნორირება არ შეგვიძლია", - ამბობს რედნაპი.

მომზადებულია The Sun-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული