ერნანდესი: თავს გმირად არ მივიჩნევ

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" ფორვარდმა ხავიერ ერნანდესმა "ლივერპულთან" (1:1) მატჩის შემდეგ საკუთარ შთაბეჭდილებებზე ისაუბრა.

"ძალიან რთული შეხვედრა იყო. მეორე ტაიმში "ლივერპულმა" თამაში გახსნა და გოლიც გაიტანა, თუმცა შევძელით მატჩის გადარჩენა და ანგარიში გავათანაბრეთ.

მნიშვნელოვანი გოლის გატანა მოვახერხე, მაგრამ თავს გმირად არ მივიჩნევ. ფრეს მთელმა გუნდმა მიაღწია და არ აქვს მნიშვნელობა გოლი ვინ გაიტანა.

რთულ შეხვედრაში ქულა მოვიპოვეთ, ამიტომ შედეგით კმაყოფილი ვარ", - განაცხადა ერნანდესმა.

მომზადებულია manutd.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული