ფერგიუსონი: ევრა არ გაჩერდება

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" თავკაცმა ალექს ფერგიუსონმა განაცხადა, რომ მისი გუნდის მცველი პატრის ევრა თავის ბრალდებას უკან არ წაიღებს და გააგრძელებს ლუის სუარესის დადანაშაულებას რასისტული გამონათქვამების გამო.

შეგახსენებთ, რომ ფერადკანიანმა ფრანგმა ლუის სუარესი "ლივერპული"-"მანჩესტერ იუნაიტედის" შეხვედრაში რასისტული გამონათქვამების გამო გააკრიტიკა.

"მე ველაპარაკე პატრისს. ის არ გაჩერდება და გააგრძელებს სუარესის დადანაშაულებას. ცხადია, რომ თავს შეურაცხყოფილად გრძნობს. ამ ეტაპზე ყველაფერი საფეხბურთო ასოციაციის ხელშია", - განაცხადა ფერგიუსონმა.

თავად ლუის სუარესი ყველა ბრალდებას უარყოფს.

მომზადებულია BBC-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული