ფაბიო კაპელო: იმედი მაქვს, რუნი ევრო-2012-ზე წავა

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ განაცხადა, რომ თავდამსხმელი უეინ რუნი შესაძლოა ევრო-2012-ის განაცხადში ჩართოს.

"მანჩესტერ იუნაიტედის" ფორვარდმა ჩერნოგორიასთან მატჩში გაძევების გამო სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია დაიმსახურა. საფეხბურთო ასოციაცია უეფას გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს და დისკვალიფიკაციის ერთ ან ორ თამაშამდე შემცირებას გეგმავს.

"ევრო-2012-ზე ლიდერები გვჭირდება. ჯეკ უილშირი ამ როლს შესანიშნაავდ ერგება, მაგრამ ის ჯერჯერობით ძალიან ახალგაზრდაა. ნაკრებში არიან ჯონ ტერი, რიო ფერდინანდი და სკოტ პარკერიც, მაგრამ რუნის დავიწყება არ ღირს. იმედი მაქვს ის ევროპის ჩემპიონატზე წავა.

ისე, ჩვენ ახალგაზრდა ფეხბურთელებიც გვყავს - უელბეკი,
უილშირი, ჯონსი, სტარიჯი და მომავალი ტურნირისთვის კარგი შემადგენლობა გვეყოლება", - განაცხადა კაპელომ.

მომზადებულია The Guardian-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული