"დეზები" ბრაიტონელით დაინტერესდნენ

AutoSharing Option
„ტოტენჰემ ჰოტსპური“ იანვარში „ბრაიტონის“ მიაკითხავს და მისგან 19 წლის ცენტრალური მცველის, ლუის დანკის ყიდვას შეეცდება.

სამშაბათ საღამოს ყმაწვილის თამაშის სანახავად მილუოლს ჰარი რედნაპის ერთბაშად ორი ასისტენტი, ჯოი ჯორდანი და კლაივ ალენი გაემგზავრა. „მილუოლისა“ და „ბრაიტონის“ შეხვედრა 1:1 დასრულდა.

„ჩელსის“ ყოფილი მოთამაშის, ურუგვაელი გუსტავო პოიეტის გაწვრთნილ გუნდში, რომელმაც გასულ სეზონში პირველი ლიგიდან ჩემპიონშიპში გადასვლის უფლება მოიპოვა, დანკმა ძალიან გამოიჩონა თავი. ინგლისური მედია ამბობს, რომ მცველს მალე 21 წლამდელთა ნაკრებშიც მიიწვევენ.

ჟურნალისტები ხაზს უსვამენ იმ გარემოებას, რომ „სფურზმა“ მისი თამაშის სანახავად ერთბაშად
ორი სპეციალისტი მიავლინა, რაც ჩრდილოლონდონელთა დიდ დაინტერესებაზე მიუთითებს. სხვა საქმეა, რომ „ტოტენჰემს“ შესაძლოა კონკურენტები გამოუჩნდნენ. „დეილი მეილმა“
შეიტყო, რომ დანკით, სექტემბერში, „არსენალიც“ დაინტერესდა და მისი წარმომადგენლები, სამშაბათს, ჩუმად, მილუოლის სტადიონზეც ისხდნენ.

სხვათაშორის, ტრიბუნაზე „მანჩესტერ სიტის“ სკაუტი კევინ ჰანტიც ყოფილა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული