ბალოტელი: ახლა კარგი ბიჭი ვარ

AutoSharing Option
მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე ნიჭიერმა ფეხბურთელმა, "მანჩესტერ სიტის" შემტევმა ნახევარმცველმა მარიო ბალოტელიმ "მანჩესტერ იუნაიტედთან" დერბის წინ განაცხადა, რომ ერთი წლის მანძილზე ბევრი რამ შეიცვალა. მან ასევე ახსნა თუ რა დაეხმარა წინსვლაში.

"ახლა კარგი ბიჭი ვარ. ვცდილობ სახლში ჩემს ძმასთან და მეგობარ გოგონასთან ერთად ხშირად დავრჩე. ისინი ერთი წლის წინ აქ არ იყვნენ. დროდადრო ჩამოდიოდნენ, მაგრამ აქ ცხოვრების დაწყებას ვერაფრით ახერხებდნენ.

ახლა ისინი გვერდით მყავს და ეს მეხმარება. თუ გასულ წელს სახლი საშინლად მენატრებოდა, ახლა ნოსტალგია დავძლიე. ინგლისში ბედნიერი ვარ და ერთადერთი
პრობლემა, რომელსაც აქ შევეჯახე ამინდია", - განაცხადა იტალიელმა.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული