"ახლა "მანჩესტერ იუნაიტედში" იციან, რომ მათთვის რეალურ საფრთხეს წარმოვადგენთ, თუმცა ამას არ აღიარებენ. არ ვაპირებთ იმის მტკიცებას, რომ ამ მატჩს ან ნებისმიერ სხვა შეხვედრას მოვიგებთ. ვფიქრობ, ჩვენი ეშინიათ.
ადრე მათთან სულ ვაგებდით, თუმცა ბოლო ორი წელია სიტუაცია გამოვასწორეთ და ზოგ შეხვედრაში "მანჩესტერზე" უკეთესადაც ვთამაშობდით. ეს იმის მანიშნებელია, რომ მოკლე დროში წინ წავიწიეთ. ჩვენ მწვრთნელს უნდა "ოლდ ტრეფორდზე" გაიმარჯვოს", - განაცხადა რიჩარდსმა.
მომზადებულია Evening News-ის