მანჩინი: ფერგიუსონი მასწავლებელია, მე კი მოსწავლე

AutoSharing Option
"სიტის" მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ მანჩესტერული დერბის წინ "იუნაიტედის" თავკაცის ალექს ფერგიუსონის მისამართით საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

"25 წლის მუშაობის მანძილზე მან ყველაფერი მოიგო და ჩემგან დიდ პატივისცემას იმსახურებს. ფერგიუსონი მასწავლებელია, მე კი - მოსწავლე.

ფერგიუსონი არამხოლოდ ჩემთვისაა მაგალითი, არამედ ყველა ახალგაზრდა მწვრთნელისთვის. ის 69 წლისაა, მაგრამ ენერგიით აღსავსეა. როდესაც მის გუნდს გოლი გააქვს, მისი ემოციების დანახვა უბრალოდ დაუჯერებელია. ამ ასაკში ძნელია მხნეობა შეინარჩუნო, მოტივაცია არ დაკარგო და მუდმივად გამარჯვება გსურდეს. მის ასაკში შევძლებ იმავეს? რთული სათქმელია.

მომავალი მატჩი ჩემი
გუნდისთვის მნიშვნელოვანი გამოცდაა. პირველად დიდი ხნის მანძილზე მანჩესტერულ დერბის ლიდერის სტატუსით ვხვდებით. კვირას ძალიან რთული თამაში გველის. "იუნაიტედი" შინ ძალიან ძლიერია. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია დაცვაში ძლიერად ვითამაშოთ, მეტოქის შემადგენლობაში ხომ უმაღლესი კლასის ფორვარდები არიან.

ახლა პრემეირლიგაში პირველ ადგილზე ვართ. თუ მწვერვალზე დარჩენა გვსურს, მუშაობა უნდა განვაგრძოთ. კიდევ ბევრი რამის გამოსწორება მოგვიწევს", - განაცხადა მანჩინიმ.

მომზადებულია Reuters-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული