რიკი ვან ვოლფსვინკელის უარი "ეშმაკებს"

AutoSharing Option
ლისაბონის “სპორტინგის” ჰოლანდიელი თავდამსხმელის, 22 წლის რიკი ვან ვოლფსვინკელის აგენტმა ლუდოვიკ ლაროსმა უარყო ხმები, თითქოს მისი კლიენტი იანვარში “მანჩესტერ იუნაიტედში” აპირებს გადასვლას.

ჰოლანდიელი შემტევი “სპორტინგში” აგვისტოში გადავიდა და ჩემპიონატის 7 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა.

“ალისფერი ეშმაკები” ფეხბურთელს უკვე რამდენიმე წელია აკვირდებიან. ინგლისელებს კრიშტიანო რონალდოსა და ლუიშ ნანის ტრანსფერების შემდეგ “სპორტინგთან” მჭიდრო კავშირები აქვთ. ჭორების საფუძველიც ალბათ ეს გარემოება გახდა. არა, ინგლისელთა ინტერესი თითიდან გამოწოვილი სულაც არ არის. მეტიც, სერ ალექს ფერგიუსონის თანაშემწე მაიკ ფელანი “სპორტინგის” მატჩს რამდენჯერმე სწორედ რიკიზე დასაკვირვებლად
დაესწრო. სწორედ მან განაცხადა, არ არის გამორიცხული, ლისაბონელებს ტრანსფერზე იანვარშივე დაველაპარაკოთო.

“რიკი ძალიან კარგად შეეწყო “სპორტინგს”. მას ეს ქალაქიც შეუყვარდა და კლუბიც ძალიან მოსწონს. საქმეები კარგად მისდის. “იუნაიტედის” ინტერესზე მსმენია, მაგრამ ის, რომ ტრანსფერი იანვარშივე შედგება, მხოლოდ ხმებია და მეტი არაფერი. გარწმუნებთ, აღნიშნულ თემაზე ჯერ არავისთან მილაპარაკია. ნორმალურია, როცა ვოლფსვინკელის კალიბრის ფეხბურთელს ამა თუ იმ კლუბთან აკავშირებენ, რადგან პორტუგალიის ჩემპიონატს ბევრი ადევნებს თვალყურს, თანაც დიდი სიამოვნებით. სკაუტები ამ ქვეყანაში ყოველთვის საუკეთესო ფეხბურთელებს პოულობენ,” - განაცხადა ლუდოვიკ ლაროსმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული