ფლეტჩერი: "იუნაიტედის" გულშემატკივრების კარგად მესმის

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა დარენ ფლეტჩერმა განაცხადა, რომ "მანჩეტსერ სიტისთან" დერბიში განადგურების შემდეგ გულშემატკივრების მდგომარეობა კარგად ესმის.

"გვესმის, როგორი მტკივნეული იქნებოდა ეს წაგება "მანჩესტერ იუნაიტედის" ულშემატკივრებისთვის. ორშაბათს სამსახურებში დაცინვის ატანა მოუწევთ, მაგრამ ეს ჩვენთვისაც ხომ მტკივნეულია. ჩვენც ქალაქში ვცხოვრობთ და ამ პრობლემას შევეჯახებით.

ეს საშინელი შედეგია, მაგრამ ჩემპიონატი ჯერ არ დასრულებულა. მომავალ თამაშში უნდა გავიმარჯვოთ. გარდამტეხი მომენტი ევანსის გაძევება იყო. პირველ ტაიმში გაშვებული გოლის მიუხედავად, თამაშს ვაკონტროლებდით, თუმცა 10 ფეხბურთელით ძლიერ გუნდთან თამაში ძნელია", - თქვა ფლეტჩერმა.

"სიტისთან" საშინაო წაგება "წითელი
ეშმაკებისთვის" 2010 წლის აპრილის შემდეგ პირველია.

მომზადებულია MUTV-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული