მანჩინი: ბალოტელი პოპულარული იმიტომაა, რომ გიჟია

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ "მანჩეტსერ იუნაიტედისთვის" ორი გოლის გამტანი მარიო ბალოტელის საქციელზე ისაუბრა.

ბალოტელიმ გოლების აღნიშვნისას მაისური აიწია და წარწერა - "რატომ ყოველთვის მე?" გამოაჩინა.

"მარიოს ბუნება ამ ყველაფრიდან ჩანს. მაგრამ გულშემატკივრებში მისი პოპუარობის საიდუმლოც ამაში იმალება - ის გიჟია. გიჟია, მაგრამ ეს ბიჭი მიყვარს.

მას რომ ეს ახირებები მოვაშოროთ, მოედანზე საკუთარ თავს დაკარგავს. კარგი ბიჭია და ყველა მონაცემი გააჩნია, რათა საუკეთესო გახდეს", - განაცხადა მანჩინიმ.

მომზადებულია Sky Sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული