ბალოტელიმ გოლების აღნიშვნისას მაისური აიწია და წარწერა - "რატომ ყოველთვის მე?" გამოაჩინა.
"მარიოს ბუნება ამ ყველაფრიდან ჩანს. მაგრამ გულშემატკივრებში მისი პოპუარობის საიდუმლოც ამაში იმალება - ის გიჟია. გიჟია, მაგრამ ეს ბიჭი მიყვარს.
მას რომ ეს ახირებები მოვაშოროთ, მოედანზე საკუთარ თავს დაკარგავს. კარგი ბიჭია და ყველა მონაცემი გააჩნია, რათა საუკეთესო გახდეს", - განაცხადა მანჩინიმ.
მომზადებულია Sky Sports-ის მიხედვით