ტერი ანტონის წინააღმდეგ

AutoSharing Option
კვირას "ლოფტას როუდზე" დასავლეთ ლონდონის ორი გუნდი შეხვდა ერთმანეთს: "ქუინზ პარკ რეინჯერსმა" "ჩელსის" 1:0 მოუგო. ეს გახლდათ შეხვედრა, რომელშიც მსაჯმა "ლურჯებს" ორი ფეხბურთელი გაუძევა, ყვითელ ბარათებს კი თვლა არ ჰქონდა.

ამავე შეხვედრაში მოხდა კიდევ ერთი ინციდენტი - "რეინჯერსის" მცველი, ანტონ ფერდინანდი და "ჩელსის" კაპიტანი, ჯონ ტერი შელაპარაკდნენ. ამბობენ, თითქოს ტერიმ ფერდინანდი რასისტულად შეურაცხყო. ტერი ბრალდებას უარყოფს.

ანტონ ფერდინანდი "მანჩესტერ იუნაიტედის" ვეტერანი მცველის, რიო ფერდინანდის ძმაა. ის 26 წლის გახლავთ, ტერი კი მასზე უფროსია, ოცდაათისაა. თუკი ინტერნეტში დაგდებულ ვიდეოჩანაწერით სიმართლის დადგენა
შეიძლება, ტერიმ ფერდინანდი მართლა შეურაცხყო, თუმცა, როგორც მოგახსენეთ, ჩელსელი ამას ცივად უარყოფს:

"ძალიან ვწუხვარ, რომ ხალხი კომპიუტერის ეკრანიდან ასკვნის, რა ვუთხარი ანტონს. მათი დასკვნა მცდარია. საქმე ასე იყო: მომეყურა, რომ ანტონმა რასიზმში დამდო ბრალი, რაზეც აგრესიულად ვუპასუხე, ასეთ რამეებს არ ვამბობ, მეთქი. მე რასისტლი შეურაცხყოფა მართლაც არავისთვის არასდროს მიმიყენებია და მწყინს ხალხი რომ მაბრალებს.

ანტონს დიდი ხანია ვიცნობ. თამაშის შემდეგ მე ის ვნახე, ველაპარაკე და ჩვენს შორის ყველაფერი მოგვარდა. ის მე არაფერში არ მდებს ბრალს. მე ვამაყობ, რომ პრემიერლიგის ერთ-ერთ ყველაზე მრავალეროვან გუნდს ვკაპიტნობ და ღრმად მწამს, რომ რასიზმის ადგილი ფეხბურთში არ არის".

თამაშის შემდეგ "რეინჯერსის" და "ჩელსის" ფეხბურთელებმა, გასახდელში, დიდი ყვირილი მოაწყვეს, მაგრამ, თვითმხილველის თქმით, ხელი არავის აუწევია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული