ამავე შეხვედრაში მოხდა კიდევ ერთი ინციდენტი - "რეინჯერსის" მცველი, ანტონ ფერდინანდი და "ჩელსის" კაპიტანი, ჯონ ტერი შელაპარაკდნენ. ამბობენ, თითქოს ტერიმ ფერდინანდი რასისტულად შეურაცხყო. ტერი ბრალდებას უარყოფს.
ანტონ ფერდინანდი "მანჩესტერ იუნაიტედის" ვეტერანი მცველის, რიო ფერდინანდის ძმაა. ის 26 წლის გახლავთ, ტერი კი მასზე უფროსია, ოცდაათისაა. თუკი ინტერნეტში დაგდებულ ვიდეოჩანაწერით სიმართლის დადგენა
"ძალიან ვწუხვარ, რომ ხალხი კომპიუტერის ეკრანიდან ასკვნის, რა ვუთხარი ანტონს. მათი დასკვნა მცდარია. საქმე ასე იყო: მომეყურა, რომ ანტონმა რასიზმში დამდო ბრალი, რაზეც აგრესიულად ვუპასუხე, ასეთ რამეებს არ ვამბობ, მეთქი. მე რასისტლი შეურაცხყოფა მართლაც არავისთვის არასდროს მიმიყენებია და მწყინს ხალხი რომ მაბრალებს.
ანტონს დიდი ხანია ვიცნობ. თამაშის შემდეგ მე ის ვნახე, ველაპარაკე და ჩვენს შორის ყველაფერი მოგვარდა. ის მე არაფერში არ მდებს ბრალს. მე ვამაყობ, რომ პრემიერლიგის ერთ-ერთ ყველაზე მრავალეროვან გუნდს ვკაპიტნობ და ღრმად მწამს, რომ რასიზმის ადგილი ფეხბურთში არ არის".
თამაშის შემდეგ "რეინჯერსის" და "ჩელსის" ფეხბურთელებმა, გასახდელში, დიდი ყვირილი მოაწყვეს, მაგრამ, თვითმხილველის თქმით, ხელი არავის აუწევია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"