სპეციალისტმა ხაზი გაუსვა, რომ მატჩში გადამწყვეტი 47-ე წუთზე "მანჩეტსერ იუნაიტედის" მცველის ჯონი ევანსის გაძევება გახდა, მაშინ როდესაც "მანჩესტერ სიტი 1:0-ს იგებდა. ფერგიუსონის თქმით ერთბურთიანი სხვაობის დაძლევა კიდევ შესაძლებელი იყო, მაგრამ 1:3 ან 1:4 დროს მის გუნდს შეტევა აღარც უნდა ეცადა. თუმცა, როგორც მწვრთნელმა აღნიშნა,
"სიტის" თავკაცმა რობერტო მანჩინიმ თავის მხრივ განაცხადა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" განადგურებას კარიერაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიღწევად მიიჩნევს. მანჩინიმ ხაზი გაუსვა, რომ ამ გამარჯვებამ მის გუნდს მხოლოდ სამი ქულა შემატა. მანჩინიმ ისიც თქვა, რომ "მანჩეტსერ იუნაიტედი" მის გუნდზე ძლიერია.
რაც შეეხება ფერგიუსონს, მას მხარი ლონდონის "არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა დაუჭირა. ვენგერი, რომლის გუნდიც "იუნაიტედთან" 2:8 ცოტა ხნის წინ დამარცხდა, მიიჩნევს, რომ დიდი ანგარიშით წაგება განსაკუთრებულს არაფერს ნიშნავს, იმის გარდა, რომ თამაშის დროს რაღაც განსაკუთრებული მოხდა.
მომზადებულია The Daily Mail-ის მიხედვით