"მანჩესტერ იუნაიტედის" ფორვარდი უეინ რუნი გუშინ, 23 ოქტომბერს 26 წლის გახდა. ეს ფაქტი იმით არის აღსანიშნავი, რომ მის დაბადების დღეს მანჩესტერული დერბი დაემთხვა, რაც ფეხბურთელისთვის არც ისე კარგი გასახსენებელი იქნება, რადგან "წითელმა ეშმაკებმა" "სიტისთან" 1:6 წააგეს და ისიც საკუთარ კედლებში.
ყველაზე გასაოცარი ის გახლავთ, რომ "დაუვიწყარი" დერბის შემდეგ რუნიმ თავისი დაბადების დღე "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელებთან, ჯო ჰარტთსა და უეინ ბრიჯთან ერთად აღნიშნა. ჩინურ რესტორანში მყოფებს ცოტახანში "სტოკ სიტის" ფორვარდი პიტერ კრაუჩი შემოუერთდა.
როგორც გაირკვა, რუნი იუბილის მიუხედავად უგუნებოდ იყო.
მომზადებულია The Daily Mail-ის მიხედვით