ფეხბურთის მკვლელი iPod-ი

AutoSharing Option
ინგლისური "სტოკ სიტის" თავდამსმელმა დეივ კიტსონმა iPod-ები ფეხბურთის მკვლელებად გამოაცხადა, აქაოდა ნაცვლად იმისა, რომ გასახდელში ერთმანეთს თამაშზე ესაუბრონ, ფეხბურთელები ტექნიკური პროგრესის ამ საოცრების მეშვეობით მუსიკის მოსმენით არიან დაკავებულნი. კიტსონის თქმით, ფეხბურთელთა ასეთი ქცევა გუნდურ სულისკვეთებას ანადგურებს.

30 წლის კიტსონმა iPod-ს "ერთ-ერთი ყველაზე ანტისაზოგადოებრივი გამოგონება" უწოდა. მისი თქმით, მატჩის დაწყებამდე გასახდელში ფეხბურთელები ერთმანეთს ენერგიით უნდა მუხტავდნენ და სამატჩო განწყობის ამაღლებაზე ფიქრობდნენ.

კიტსონი აღიარებს, რომ ბოლო დროს სულ უფრო და უფრო ხშირად უწევს საკუთარ სამყაროში ჩაკეთილი მოთამაშეების ხილვა. ფორვარდის თქმით, ეს საცოდავი
სანახაობაა.

კიტსონი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მუსიკა ფეხბურთელებს მოტივაციას უძლიერებს, მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, როცა მთელი გუნდი მელოდიას ერთად უსმენს. ფორვარდს მიაჩნია, რომ მუსიკის მოსმენა ფეხბურთელს სათამაშოდ უნდა განაწყობდეს და არა ადუნებდეს.

დეივ კიტსონი საკმაოდ ავტორიტეტულია ინგლისურ ფეხბურთში. პრემიერლიგის გასულ ჩემპიონატში ამ ფორვარდმა 17 გოლის გატანა მოახერხა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული