ჯერარდი: კარგი იქნება, თუ ინგლისის ნაკრებს რედნაპი გაწვრთნის

AutoSharing Option
ინგლისში არ წყდება საუბარი, თუ ვინ ჩაუდგება ქვეყნის ეროვნულ გუნდს სათავეში ევრო 2012-ის შემდეგ, როდესაც ნაკრებს ფაბიო კაპელო დატოვებს.

ამ თემაზე საკუთარი აზრი "ლივერპულის" ნახევარმცველმა სტივენ ჯერარდმა გამოთქვა. მან მწვრთნელთაგან "ტოტენჰემის" თავკაცი ჰარი რედნაპი გამოარჩია.

"ქვეყანაში ძალიან კარგი მწვრთნელები გვყავს. ჰარი რედნაპი თავის გუნდში არაჩვეულებრივ სამუშაოს ეწევა და ის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობას იმსახურებს. მასთან ერთად შესაძლოა კიდევ ორი-სამი კანდიდატურა დავასახელოთ.

არ მესმის, რატომ უნდა ვეძებოთ უცხოელი, თუ ქვეყანაში საკმაოდ ბევრი კარგი მწვრთნელია. თუმცა ჩემთვის საუკეთესო ხელმძღვანელი ისაა, რომელიც გუნდს
წარმატებას მოუტანს", - განაცხადა "ლივერპულის" მოთამაშემ.

მომზადებულია Sky Sports News-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული