"არსენალის" ბელგიელი მცველი ტომას ვერმაელენი სათამაშოდ მზადაა. შეგახსენებთ, რომ მან ტრავმის გამო ორი თვე გამოტოვა.
ფეხბურთელმა შესაძლოა "ბოლტონთან" ლიგის თასის მატჩში ითამაშოს, რომელიც დღეს საღამოს გაიმართება. თუმცა ბელგიელი სათადარიგო შემადგენლობაში იქნება და თამაშში შეცვლაზე თუ ჩაერთვება.