იაია ტურე: გვარდიოლას არ სურდა, რომ "ბარსელონაში" დავრჩენილიყავი

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველმა იაია ტურემ "ბარსელონადან" წასვლის მიზეზებზე ისაუბრა.

"როცა რამეს ვეკითხებოდი გვარდიოლას, მუდამ უცნაურ პასუხებს მცემდა. ის იგნორირებას მანამ მიკეთებდა, სანამ "მანჩესტერ სიტიდან" შეთავაზება არ მოვიდა. აი, რატომ გადავწყვიტე დამეტოვებინა კატალონიური კლუბი. მე და გვარდიოლას თითქმის ერთი წელი არ გვისაუბრია.

თუ ხოსეპი ჩემთან საუბარს ისურვებდა, მაშინ "ბარსელონაში" დავრჩებოდი. არ მინდოდა ამ კლუბის დატოვება, კარიერის ბოლომდე "ბარსაში" მსურდა თამაში, მაგრამ მთავარი მწვრთნელი არ მენდობოდა და უნდოდა, რომ გუნდი დამეტოვებინა", - განაცხადა ტურემ.

შეგახსენებთ, რომ იაია ტურე "ბარსელონადან" "მანჩესტერ სიტიში" გასულ
ზაფხულს 30 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.

მომზადებულია ONA FM-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული