ნემანია ვიდიჩი: დროა გზა ახალგაზრდებს დავუთმო

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" მცველმა ნემანია ვიდიჩმა სერბეთის ნაკრებიდან წასვლის მიზეზი ახსნა.

"დიდი ხნის ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე, რომ ჩემთვის საერთაშორისო საფეხბურთო კარიერის დასრულების დროა. ვფიქრობ, ჩემი ქვეყნის ნაკრებში ათი წლის თამაშის შემდეგ, გვერდზე უნდა გავდგე და ახალგაზრდა მოთამაშეებს განვითარების საშუალება მივცე.

მინდა ყველა მწვრთნელს და მოთამაშეს მადლობა გადავუხადო, ვისთანაც კი ოდესმე მიმუშავია. ყოველთვის ვამაყობდი, რომ ნაკრებში ვთამაშობდი. გუნდს მომავალ შეჯიბრებებში წარმატებებს ვუსურვებ", - განაცხადა ვიდიჩმა.

მომზადებულია manutd.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული