სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე დიდი დრო აღარ დარჩა, მაგრამ რობინიოს ირგვლივ სიტუაცია კვლავაც გაურკვეველია. შეგახსენებთ, ბოლო პერიოდი მან იჯარით მშობლიურ "სანტოსში" გაატარა, მაგრამ "მანჩესტერ სიტიში" დაბრუნება მოუწია. იმის მიუხედავად, რომ "ქალაქელებმა" ბრაზილიელი განაცხადშიც შეიყვანეს, რობინიოს "სიტიდან" წასვლა მაინც არაა გამორიცხული.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ თურქული "ბეშიქთაში" ინგლისელებს მის სანაცვლოდ 16 მილიონ გირვანქას სთავაზობს და თუ რობინიო ახალ კლუბში თავცს გამოიჩენს, "სიტი" დამატებით 10 მილიონს მიიღებს.
რაც ყველაზე მთავარია, "გუარდიანი" იუწყება, რომ თვით რობინიომ "ბეშიქთაშში" გადასვლაზე თანხმობა განაცხადა და ახლა მისი წარმომადგენლები
სტამბულელებთან ოთხწლიანი კონტრაქტის დეტალებს განიხილავენ.