ჯერარდს ნაკრებში მოხვედრის პრობლემა არც იტალიელი ფაბიო კაპელოს დროს აქვს და არც შვედი სვენ გორან ერიქსონის დროს ჰქონდა, მაგრამ მაინც ამბობს, რომ დღეს, მის სამშობლოში საკმაოდ არიან ისეთი კვალიფიკაციის სპეციალისტები, რომელთაც შეიძლება ნაკრები ანდონ.
"ინგლისში ბევრი კარგი მწვრთნელია. ბოლო დროს ძალიან ხშირად ახსენებენ ჰარი რედნაპს და მართლაც, მას, როგორც მწვრთნელს, შესანიშნავი შედეგი აქვს. ვფიქრობ, მარტო იმიტომ, რაც "ტოტენჰემში" გააკეთა, რედნაპი ნაკრებში დანიშვნის ღირსია. ვფიქრობ,
ერთი სიტყვით, მენდეთ, კაპელოს შემცვლელის საძებნელად საზღვარგარეთ ნამდვილად არ ვართ წასასვლელები. რაც შეეხება კაპელოს... თუკი მომავალ ზაფხულში ის ევროპის ჩემპიონატზე წამიყვანს, ყველა ღონეს ვიხმარ, რათა გუნდი რაც შეიძლება კარგად გამოვიდეს. ძალიან მინდა ფაბიო ინგლისიდან ღიმილით წავიდეს".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"