"მანჩესტერ სიტიმ" ტევესი მილიონი ფუნტი სტერლინგით დააჯარიმა

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტიმ" კარლოს ტევესი მისი ერთი თვის ხელფასის ოდენობით დააჯარიმა, რაც მილიონ ფუნტ სტერლინგს შეადგენს. არგენტინელი ფეხბურთელი კვირაში 250 ათას ფუნტ სტერლინგს იღებს.

ასევე კლუბი ფორვარდს 40 მილიონზე ნაკლებ თანხად არ გაყიდის. ტევესმა ხელმძღვანელობისგან წერილობითი გაფრთხილებაც მიიღო, რომელშიც იკრძალება მომავალში მსგავსი საქციელის ჩადენა.

კლუბმა გადაწყვიტა ფეხბურთელს დისკვალიფიკაცია არ გაუგრძელოს, თუმცა ადრე რობერტო მანჩინი აცხადებდა, რომ ტევესი მის გუნდში აღარ ითამაშებდა.

ამასთან ერთად გაჩნდა ინფორმაცია თითქოს არგენტინელი აპირებს რობერტო მანჩინის სასამართლოში დისკრედიტაციის გამო უჩივლოს. როგორც გაირკვა, ფეხბურთელმა "ბაიერნთან" შეხვედრის შემდეგ გაიგო,
რომ თურმე მანჩინის რეპლიკები მისი მიმართებით სულ არ ეხებოდა ფეხბურთს.

მომზადებულია BBC-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული