ნემანია ვიდიჩმა "მანჩესტერ იუნაიტედთან" ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომლის თანახმადაც "ოლდ ტრაფორდზე" 2014 წლის ზაფხულამდე დარჩება. სერბმა ცენტრალურმა მცველმა კლუბის ხელმძღვანელობასთან სიტყვიერ შეთანხმებას ერთი თვის წინ მიაღწია, გარიგება კი ოფიციალურად ახლა გაფორმდა.
"იმ პერიოდის განმავლობაში, რაც "მანიუს" ღირსებას ვიცავ, კლუბთან ერთად უამრავი ჯილდო მოვიპოვე და აქ იმ იმედით ვრჩები, რომ კიდევ არაერთ ტიტულს მოვიგებ", - ამბობს 28 წლის ვიდიჩი.
"იუნაიტედის" ბოსმა სერ ალექს ფერგიუსონმა კი მოკლედ მოჭრა, ვიდიჩის ეს გადაწყვეტილება მისი წასვლის თაობაზე მოარულ ყველა ჭორს მოუღებს ბოლოსო.
ვიდიჩი "მანჩესტერში" 2006
წლის განმავლობაში გადავიდა მოსკოვის "სპარტაკიდან" და უმალ გახდა მისი ძირითადი ფეხბურთელი.