ბალოტელი: "სიტიში" საუკეთესო ვარ

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" ფორვარდმა მარიო ბალოტელიმ გუნდის თავკაცზე რობერტო მანჩინიზე ისაუბრა.

"ისეთ შეხვედრებში გამარჯვება, როგორიც მანჩესტერული დერბია, დაუვიწყარია, ხოლო ამაში წვლილის შეტანა ორმაგად სასიხარულოა. მანჩინი წინსვლაში მეხმარება. 

ძალიან მნიშვნელოვანია, როცა მწვრთნელს შენი სჯერა და შანსს გაძლევს. მწვრთნელი ჩემთვის მამასავით გახდა. მანჩინის მოედანზე მუდმივად გამოვყავარ, რადგან ამჟამად "სიტიში" საუკეთესო ვარ.

ჩემი კუმირი ყოველთვის რონალდო იყო - არა ის, რომელიც "რეალში" თამაშობს, არამედ ბრაზილიური ფეხბურთის ლეგენდა", - განაცხადა ბალოტელიმ.

შეგახსენებთ, რომ მანჩესტერულ დერბიში ბალოტელიმ ორი გოლი გაიტანა, ხოლო "მანჩესტერ სიტიმ" მატჩი 6:1 მოიგო.

მომზადებულია mcfc.co.uk-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული