თუ ბრალი არ დაუმტკიცდა, ტერი ინგლისის ნაკრების კაპიტნად დარჩება
AutoSharing Option
ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია ეროვნული გუნდის კაპიტნის შეცვლას არ აპირებს. რასისტულ სკანდალში გახვეულ ჯონ ტერის უდანაშაულობის პრეზუმფციის საფუძველზე არ დასჯიან.
ასე რომ, "ჩელსის" მცველი ინგლისის ნაკრებს ნოემბერში შვედეთსა და ესპანეთთან ამხანაგურ მატჩებში გაუძღვება, თუ მანამდე ბრალი არ დაუმტკიცდა.