ანდრე ვილაშ ბოაში: "ჩელსიმ" თავდადება და სულიერი სიმტკიცე გამოავლინა

AutoSharing Option
"ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა ანდრე ვილაშ-ბოაშმა "ევერტონთან" ინგლისის თასის 1/8 ფინალში, დამატებით დროში მოგების შემდეგ თავისი გუნდი შეაქო.

"ჩემმა მოთამაშეებმა თავდადება და სიმტკიცე გამოავლინეს. სამწუხაროდ, კვლავ ათი კაცით დავრჩით და თავი ძალიან რთულ მდგომარეობაში ჩავიგდეთ, მაგრამ ამასთან გამკლავება შევძელით და ეს კარგის ნიშანია.

"ევერტონი" სტუმრად ერთერთი ყველაზე უხერხული მეტოქე იყო. მათ შემდეგ ეტაპზე გასვლა სურდათ, მაგრამ ჩვენ არამარტო კარგი ფეხბურთი, თავდადება და მოგების სურვილიც გამოვავლინეთ.

"ევერტონი" მოტივირებული იყო, თამაშს გვკარნახობდა და დამატებითი დროის დადგომამდე გაძლება გვმართებდა. როდესაც მოთამაშეთა რაოდენობა გათანაბრდა, თავისუფალი
სივრცე უკეთ გამოვიყენეთ და გამარჯვების გოლი გავიტანეთ", - განაცხადა "ჩელსის" მწვრთნელმა.

მომზადებულია AFP-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული