"მოლინოს" სტადიონზე ჯონსონმა ჯერ ანგარიში გაათანაბრა, შემდეგ კი სამირ ნასრის გაუწია ასისტენტობა, თუმცა ჯეიმი ო’ჰარას გოლი მისი ბრალიც იყო. საბოლოოდ, ისტლენდელთათვის მაინც ყველაფერი კარგად დამთავრდა. მათ 27 წუთიან მონაკსვეთში ხუთი გოლი გაიტანეს და მეოთხედფინლაში გავიდნენ, მანჩინიმ კი თქვა:
"ჯონსონი ხანდახან ასე ფიქრობს: გოლი გავიტანე და საგოლე პასიც გადავაწოდე. ესე
შემდეგ მანჩინიმ დასძინა: "წარმოუდგენელს არაფერს ვამბობ. მას შეუძლია ასეთი დამოკიდებულება გამოიმუშაოს. თუ ჩემი აზრი გაინტერესებთ, ჯონსონი ერთ-ერთი უძლიერესი ჰაფბეკთაგანი უნდა გახდეს. როგორც გითხარით, ის ჯერ ახალგაზრდაა და პრემიერლიგაში მხოლოდ მესამე შეხვედრას ატარებს. როდესაც ვატყობ, რომ ის მოედანზე მთელს გულსა და სულს არ სტოვებს, ძალიან უკმაყოფილო ვრჩები ხოლმე. თუ გნებავთ, დღევანდელი შეხვედრის მაგალითზე ვნახოთ: მან თითქოსდა შესანიშნავად ითამაშა, მაგრამ იმ ეპიზოდში, როდესაც "ვულვზმა" მეორე გოლი გაგვიტანა, მოწინააღმდეგეს არ გამოეკიდა.
ადამის პოზიციაზე ჩვენ გუნდში სხვა ფეხბურთელი არ გვყავს. რასაკვირველია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას ყოველ შეხვედრაში ვათამაშებ, მაგრამ, თუ მოიწადინებს და ამ დიდ უპირატესობას გამოიყენებს, საკმაოდ ხშირად იქნება მოედანზე. მოკლედ, პრაქტიკა ნამდვილად არ მოაკლდება".
"ვულვერჰემპტონისა" და "მანჩესტერ სიტის" შეხვედრაში შერეკილი მარიო ბალოტელი სკამზე იჯდა. ხალხს მოეჩვენა, რომ უქმად მჯდომმა თამაშის დამთავრების შემდეგ თავისივე კლუბის ერთ-ერთ თანამშრომელს ჩხუბი დაუწყო. როდესაც პრესკონფერენციაზე შესულ მანჩინის ეს უთხრეს, მან გაიცინა:
"ვინ? მარიომ? არა, მსგავსი არაფერი მომხდარა".
პრესკონფერენციის დაწყების წინ ჟურნალისტები გააფრთხილეს, რომ კარლოს ტევესის დასჯასთან დაკავშირებით მანჩინისთვის კითხვები არ დაესვათ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"