"მანჩესტერ სიტი" კოლო ტურეს ნახევარი მილიონით დასჯის

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტიმ" არგენტინელი ფეხბურთელის კარლოს ტევესის დასჯის შემდეგ მორიგი განაჩენი გამოიტანა, ოღონდ ამ ეტაპზე მსხვერპლი გუნდის მცველი კოლო ტურე გახდა.

კლუბის ხელმძღვანელობამ შესაძლოა ფეხბურთელი 500 ათასი ფუნტით დააჯარიმოს.

"ამ ამბავმა ტურე ძალიან გაანაწყენა. ის აპირებს თავისი უფლებები დაიცვას, თუმცა მოვლენები როგორც არ უნდა განვითარდეს, მას სურს მიმდინარე სეზონში "სიტის" დაეხმაროს", - განაცხადა ტურეს აგენტმა.

შეგახსენებთ, რომ კოლო ტურე 2011 წლის მარტში დოპინგის მოხმარების გამო ფეხბურთიდან მოკვეთეს. შემდეგ გაირკვა, რომ პრეპარატი, რომელსაც ფეხბურთელი იღებდა, იმ ადამიანებისთვის იყო განკუთვნილი, რომლებიც დიეტას იცავენ.
ტურეს დისკვალიფიკაციის ვადა 2 სექტემბერს ამოიწურა.

მომზადებულია The Sun-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული