როგორც გაირკვა, ლიგის თასზე "სტოკ სიტისთან" შეხვედრაში ურუგვაელმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო.
"ლუისი ტკივილებს გრძნობს. გუშინ მას მასაჟი გაუკეთეს, ხოლო დღეს სუარესი ფიზიკური მომზადების ტესტს გაივლის. ტესტის შედეგების მიხედვით გადავწყვეტთ, ვათამაშოთ თუ არა ფორვარდი "ვესტ ბრომვიჩთან", - განაცხადა მერსისაიდელთა თავკაცის ასისტენტმა სტივ კლარკმა.
მომზადებულია liverpoolfc.tv-ის მიხედვით