ალექს მაკლიში: უეფა თავისი სიმკაცრით, 10 წელიწადში ფეხბურთს სპორტის უკონტაქტო სახეობად გადააქცევს

AutoSharing Option
"ასტონ ვილას" თავკაცმა ალექს მაკლიშმა "ვესტ ბრომვიჩთან" მატჩში ბირმინგემული კლუბის მცველის ალან ჰატონის გაძევების შესახებ ისაუბრა. ჰატონი მოწინააღმდეგის ფორვარდის შეინ ლონგის წინააღმდეგ დაჯარიმებისთვის გააძევეს.

"ჰატონი ბურთის ართმევას ცდილობდა, ჩვეულებრივი სიტუაცია იყო. ასეთი შეჯახება ყველა თამაშში ხდება. ყურადღებას კი მხოლოდ მაშინ ამახვილებენ, როდესაც ვინმე ტრავმას იღებს.

ჰოჯსონის უკმაყოფილების მესმის. ლონგი შესანიშნავი ფეხბურთელია და ვწუხვართ, რომ დაშავდა. მაგრამ ჰატონი ის მოთამაშე არაა, რომელიც მეტოქეს განზრახ დააშავებს. ასეთი შეჯახებები მუდმივად ხდება.

უეფა თავისი მკაცრი ზომებით მდგომარეობას იქამდე მიიყვანს, რომ 10 წლის შემდეგ ფეხბურთში
შეჯახებები აღარ იარსებებს და სპორტის უკონტაქტო სახეობად იქცევა. ყველაფერი ამისკენ მიდის", - განაცხადა მაკლიშმა.

მომზადებულია The Guardian-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული