ჯერარდის დიდი პრობლემა

AutoSharing Option
„ლივერპულის“ 31 წლის კაპიტანი, სტივენ ჯერარდი საავადმყოფოდან დაზაფრული გამოვიდა - ნუ გაგიკვირდებათ და ინფექციის გამო მას შეიძლება ერთი თვე გაუცდეს.

საავადმყოფოსთან მყოფმა პაპარაცებმა, გარდა იმისა, რომ მას სურათები გადაუღეს, რედაქციებში ამბავი მიიტანეს, რომ ინგლისელი ვარსკვლავი ძალიან შეწუხებული ჩანდა. „სტივი ჯის“ ფეხი თაბაშირში ჰქონდა ჩასმული და ყავარჯენს ეყრდნობოდა.

ექიმების თავდაპირველი ვარაუდით გამორიცხული არ არის ჯერარდმა მთელი ნოემბერი გამოსტოვოს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ის მონაწილეობას ვერ მიიღებს პრემიერლიგის შეხვედრებში „მანჩესტერ სიტისა“ და „ჩელსის“ წინააღმდეგ. გარდა ამისა, ჯერარდი ვერც ინგლისის ნაკრების ორ
მატჩში ითამაშებს - ამ ამხანაგურ მატჩებში ინგლისელების მეტოქეები იქნებიან ესპანეთისა და შვედეთის ეროვნული გუნდები.

მოგეხსენებათ, 2011 წელი მერსისაიდელთა კაპიტნისთვის ტრავმიანი გამოდგა. ცოტა ხნის წინ მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში მან ეჭვიც კი გამოთქვა, ნეტავ ოდესმე ძველებურათ თუ ვითამაშებო. „წითლების“ თავკაცმა კენი დალგლიშმა თქვა:

„იქნება თუ არა ესპანეთთან ამხანაგური შეხვედრისთვის მზად? წარმოდგენა არ მაქვს. ის, რაც მას ახლა სჭირს, ძველ ტრავმებთან კავშირში არ არის. ეს ინფექციაა. თუ სწორედ ვხვდები ეს დაახლოებით იგივეა ვინმეს პირში ჩირქიანი მუწუკი რომ ჰქონდეს“.

ჯერარდის პრობლემათა ახალი ტალღა წინა კვირაში დაიწყო, როდესაც ვარჯიშზე ფეხი გაეჭრა. ეს ამბავი „ლივერპულის“ საწვრთნელ ბაზაზე, მელვუდში მოხდა. კაპიტანს ფეხი კოჭთან გაეჭრა, თუმცა ყველა ამბობდა, რომ ის, შაბათს „ვესტ ბრომვიჩთან“ თამაშს შეძლებდა. „წითლების“ კაპიტანი გუნდთან ერთან ჩავიდა „ჰოუთორნის“ სტადიონზე, მაგრამ ტკივილმა თამაშის საშუალება არ მისცა და ის მერსისაიდში დაბრუნდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული