ბლექპული ფულს წინასწარ ითვლის

AutoSharing Option
ინგლისურ პრემიერლიგაში ახალდაბრუნებული "ბლექპულის" ლატვიელმა მეპატრონემ ვალერის ბელოკონსმა თავისი კლუბის ბიუჯეტსა და ტელეტრანსლაციებიდან შემოსულ მოგებაზე ღიად ისაუბრა.

"პრემიალურების ჩათვლით, გასული სეზონის საკლუბო ბიუჯეტმა დაახლოებით 10 მილიონი გირვანქა სტერლინგი შეადგინა. მაგრამ პრემიერლიგელობა სულ სხვა ფულს გულისხმობს და ამ სეზონში ბიუჯეტიც უწინდელზე სოლიდური იქნება. თუმც შემოსავლებიც გაიზრდება. ჩემპიონშიპში გამოსვლისას ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ "ბლექპულს" რეკლამისა და ტელეტრანსლაციებისთვის 2,5 მილიონი გირვანქა ჩაურიცხა, გარკვეული თანხა საპრემიერლიგო პლეი-ოფის მატჩების ტელეტრანსლაციებმაც მოგვიტანა. ამ სეზონში კი სულ ცოტა 42 მილიონ გირვანქას გამოვიმუშავებთ. სხვათა შორის, 15 მილიონი უკვე მივიღეთ,
ხოლო თუკი ინგლისისა და ლიგის თასებზე ვიყოჩაღებთ, ჩვენი შემოსავალი ხსენებულ 42 მილიონს აუცილებლად გადააჭარბებს", - თქვა ლატვიელმა ბიზნესმენმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული