პოდოლსკის თოფს სთავაზობენ

AutoSharing Option
ბრიტანულ ტაბლოიდებში დაიწერა, რომ „არსენალი“ მზად არის 26 წლის პოლონური წარმოშობის გერმანელ თავდამსხმელ ლუკაშ პოდოლსკიში 20 მილიონი ფუნტი გადაიხადოს.

ეს თანხა ევროებში 34,36 მილიონს უდრის. ძნელი მისახვედრი არ არის, რატომ ცდილობენ „მეთოფეები“ პოდოლსკის გადაბირებას. მათ თავიანთი გამოკვეთილი ვარსკვლავის, 28 წლის ჰოლანდიელი რობინ ვან პერსის წასვლისა ეშინიათ. მოგეხსენებათ, ჩრდილოლონდონელებისა და ვან პერსის ხელშეკრულებას ვადა წელიწადნახევარში გაუდის და თუ ახალი კონტრაქტი უახლოეს პერიოდში არ გაფორმდება, ფორვარდი, რომელსაც ამ სეზონში გოლი გოლზე გააქვს, „ემირეიტ სთედიუმს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით დაემშვიდობება.

პოდოლსკი „კიოლნში“ თამაშობს. 2004
წლიდან გერმანიის ნაკრების წევრია და ეროვნული გუნდის შემადგენლობაში 93 შეხვედრაში 43 გოლი აქვს გატანილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული