ჟერვინიოს სურვილი

AutoSharing Option
24 წლის კოტ დ'ივუარელი თავდამსხმელი ჟერვინიო "არსენალის" ახალწვეულია, მაგრამ კლუბს უკვე სთავაზობს ფეხბურთელს, რომელიც მისი აზრით "ემირეიტ სთედიუმზე" სასიკეთო კვალს დაამჩნევს.

ლაპარაკია 20 წლის ბელგიელ ნახევარმცველ ედენ აზარზე. აზარდი და ჟერვინიო ერთმანეთს ფრანგული "ლილიდან" იცნობენ, სადაც გასულ სეზონში თამაშობენ მხარდამხარ. ზაფხულში ჟერვინიომ "ლილი" დატოვა და 12,2 მილიონ ევროდ ჩრდილოეთ ლონდონში გადაბარგდა. არ არის გამორიცხული, მომდევნო ზაფხულში მისი გზა ბელგიელმაც გაიმეოროს.

ედენ აზარის კარგი ფეხბურთელობის ამბავი მარტო "ემირეიტ სთედიუმზე" როდია ცნობილი. ნახევარმცველის გადაბირებაზე ფიქრობენ "რეალი", "მილანი", "იუვანტუსი" და "პარი სენ ჟერმენიც".
29 მილიონ ევროდ შეფასებულმა ბელგიელმა "ლილში" ჩატარებულ 120 შეხვედრაში 20 გოლი გაიტანა. ჟერვინიო ამბობს:

"აზარი ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელიც უსაზღვრო ნიჭით გახლავთ დაჯილდოვებული. მას ყველა თვისება აქვს საიმისოდ, რომ ინგლისში შთაბეჭდილება მოახდინოს".

თავად აზარმა კი თქვა: "ახალი გამოწვევისთვის, ახალ კლუბში, ახალ ქვეყანაში გადასასვლელად შინაგანად მზად ვარ. ახლა იანვარში
"ლილიდან" არსად წავალ. ამის გაკეთება სისულელე იქნებოდა, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ საფრანგეთში ბოლო სეზონს ვატარებ".
საინტერესოა, რომ აზარს, რომელსაც "მცველთა კოშმარს" უწოდებენ და ლეო მესისა და კრიშტიანო რონალდოსაც კი ადარებენ, დედაც ფეხბურთელი ჰყავდა და მამაც.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული