კიგანის აზრით, მერსისაიდელთა უპირატესობა შესაძლოა სწორედ ეს იყოს - მაშინ, როდესაც კონკურენტები ძალას ორ ფრონტზე ხარჯავენ, "ლივერპული" მხოლოდ პრემიერლიგაზეა კონცენტრირებული და დიდი შანსია შედეგსაც უფრო მიაღწიოს.
ამ არგუმენტს, კევინ კიგანისთვის, რასაკვირველია, ემატება ისიც, რომ "ლივერპულს" სათავეში არც მეტი, არც ნაკლები, კენი დალგლიში
"ისინი ევროშეჯიბრებებში არ იღლებიან და ამიტომ, ვფიქრობ მეოთხე ან მესამე ადგილზე გავლენ. ვინმე შეიძლება შემედავოს და მითხრას, რომ კენი "ქარლინგის თასზე" გუნდს არ ასვენებს. პრემიერლიგის გარდა "ლივერპული" ამ ტურნირზეც უძლიერესი შემადგენლობით თამაშობს ანუ ისიც იღლება, მაგრამ, მოდი ნუ დაგვავიწყდება, რომ იმ ევროთასებისა და "ქარლინგის თასის" დატვირთვების შედარება არ შეიძლება. სად რუსეთში გადაფრენა, თამაში და დაბრუნება და სად აქვე, ლონდონში ჩასვლა-ჩამოსვლა. ის, რომ ევროლიგაში ვერ მოხვდა, "ლივერპულისთვის" დიდი უპირატესობაა".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"