დალგლიში ჯერარდის მკურნალობის პროცესით კმაყოფილია

AutoSharing Option
"ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი კენი დალგლიში სტივენ ჯერარდის გამოჯანმრთელების პროცესით კმაყოფილია.

შეგახსენებთ, რომ ჯერარდი მოედანზე ოქტომბრის შუა რიცხვებში დაბრუნდა და ისევ ტრავმა მიიღო.

31 წლის ფეხბურთელი "სუონსთან" მატჩს გამოტოვებს და ინგლისის ნაკრებს ორ ამხანაგურ შეხვედრაში ვერ დაეხმარება.

"იმის შემდეგ, რაც პრობლემა აღმოვაჩინეთ, მკურნალობა კარგი ტემპით მიმდინარეობს. ჯერარდი პროგრესირებს. მოკლედ, ამ მიმართულებით ყველაფერი კარგად მიდის", - განაცხადა დალგლიშმა.

მომზადებულია The Mirror-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული