ერთი ქოლგის ქვეშ

AutoSharing Option
ფეხბურთის საერთაშორისო ასოციაციამ 300 ათასი დოლარი (540 ათასი ახალზელანდიური §) გამოყო ახალი ზელანდიის ქალაქ კრაისთჩერჩში საფეხბურთო ინფრასტრუქტურის აღდგენის, მშენებლობისა და რემონტის მიზნით. შეგახსენებთ, რომ ეს ქალაქი მიმდინარე წლის თებერვალში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის დროს ყველაზე მეტად დაზარალდა.

ქალაქის ადმინისტრაციისთვის თანხის გამოყოფის შესახებ ციურიხში გადაწყვეტილება მას მერე მიიღეს, რაც შეიტყვეს, რომ ქალაქის საბჭომ ოქტომბრის ბოლოს ახალი საფეხბურთო პარკის მშენებელობას ჩაუყარა საფუძველი. ფიფას მიერ გაღებულ ფულს იაპონიის, ოკეანიისა და ზელანდიის ფეხბურთის ფედერაციების მიერ გამოყოფილი გრანტიც დაემატა 140 ათასი ზელანდიური დოლარის ოდენობით.

"ჩვენ ქალაქის
ხელმძღვანელებთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ და ერთად განვსაზღვრავთ, თუ რა არის მიწისძვრისგან დაზარალებული ქალაქისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი. მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ჩვენ დახმარებას ვაგზავნით ახალ ზელანდიაში და იმაშიც გარწმუნებთ, რომ თანხები მაქსიმალურად ეფექტურად იქნება გამოყენებული. ამ ნაბიჯით ჩვენ კიდევ ერთხელ მოვახდენთ იმის დემონსტრირებას, რომ ფეხბურთს შეუძლია ყველა გაგვაერთიანოს საერთო კეთილი მიზნებისთვის," - განაცხადა ფიფას პრეზიდენტმა იოზეფ ბლატერმა.

"ფიფა დიდ დახმარებას გვიწევს საფეხბურთო ინფრასტრუქტურის აღდგენაში, - განაცხადა ოკეანიის საფეხბურთო ასოციაციის პრეზიდენტმა დევიდ ჩუნგამ. საფეხბურთო პარკი პირველი დიდი ობიექტი იქნება, რომლის მშენებლობაც კრაისთჩერჩში დასრულდება".

ზემოთაც ვწერდით, რომ ქრაისთჩერჩი თებერვლის ბოლოს მომხდარმა 6,3 მაგნიტუდის მიწისძვრამ ძალიან აზარალა. სერიოზული რყევა
განიცადა ქალაქმა ივნისის ბოლოსა და ივლისის პირველ რიცხვებშიც, ამჯერად მიწისძვრა 5,1 ბალის სიმძლავრისა იყო. ნგრევა იმდენად მასშტაბური იყო, რომ რამდენიმე რაიონი საცხოვრებლად დღესაც გამოუსადეგარია. სულ ბუნებრივ კატაკლიზმებს 375-ათასიან ქალაქში 172 ადამიანი ემსხვერპლა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული