„ასეთ დაფასებას არ ველოდი. მადლობელი ვარ. ჩემმა ასისტენტმა, მაიკ ფილანმა იცოდა განსაკუთრებულ აღნიშვნას რომ მიმზადებდნენ, მაგრამ არ გამაფრთხილა, ამიტომაც სამსახურიდან გავუშვებ“ - იხუმრა სერ ალექსმა, შემდეგ კი სერიოზულად დასძინა, რომ საიუბილეო ცერემონიალმა „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელებზე უარყოფითად იმოქმედა, რის გამოც მათ კარგად ვეღარ ითამაშეს. ფერგის ისევ მის ხელში აღზრდილმა, ოღონდ, ახლა „შავ
„როდესაც პირველი ტაიმის ბოლოწამს, მსაჯის წამატებულ დროში დავწინაურდით, მზად ვიყავი ამ ანგარიშზე იქვე მომეწერა ხელი. მსაჯი შესვენების შემდეგ შეხვედრას თუ არ გააგრძელებდა, კმაყოფილი დავრჩებოდი. მართალია, ჩემმა ბიჭებმა მეორე ტაიმში პიველთან შედარებით უკეთ ითამაშეს, მაგრამ ბოლო 15 წუთი, მაინც ძალიან ძნელი გამოდგა. „სანდერლენდმა“ ჩვენს წინააღმდეგ ძალების სრული მობილიზაცია შეძლო. ვფიქრობ, სტუმრებმა შესანიშნავად ითამაშეს. „იუნაიტედის“ ფეხბურთელებს კი ძალიან უნდოდათ ჩემთვის პატივი ეცათ, მაგრამ ისინი სწორედ ამან შებოჭა. იუბილეებს ასეთი რამ სჩვევია. მახსოვს, მიუნხენის კატასტროფის 50 წლისთავს რომ აღვნიშნავდით, „მანჩესტერ სიტისთან“ 2:0 წავაგეთ“ - განაცხადა პრეს-კონფერენციაზე ფერგიუსონმა.
ამ შეხვედრაში „შავ კატებს“ „იუნაიტედის მეკარე, ანდერს ლინდეგაარდი მაინც და მაინც არ შეუწუხებიათ, თუმცა 68-ე წუთზე იყო ეპიზოდი, რომელსაც კამათი მოჰყვა: მასპინძლების მცველმა ფილ ჯონსმა სებასტიან ლარსონის ჩაწოდებულ ბურთს გზა, თითქოსდა, ხელით გადაუღობა, მაგრამ მსაჯმა ლი მეისონმა პენალტი ჯერ დანიშნა და მერე გადათქვა. გადათქმის მიზეზი ის იყო, რომ არბიტრმა საბოლოოდ ჩათვალა, რომ ხელით ჯონსმა კი არა, „სანდერლენდის“ კორეელმა ჯი დონგ-ვონმა ითამაშა. ფერგიუსონმა თქვა:
„თავიდან, როდესაც მსაჯი პენალტის დანიშვნას აპირებდა, თვალებს არ ვუჯერებდი, რადგან ჩემი ადგილიდან აშკარად დავინახე, რომ ხელით „სანდერლენდის“ კორეელმა ბიჭმა ითამაშა. ამ ეპიზოდში თანამსაჯი ჯეიკ კოლინი ცდებოდა, მან ანიშნა მეისონს ალმით პენალტი დანიშნეო, მაგრამ, საბედნიეროდ, არბიტრმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო“.
ლიდერმა, „მანჩესტერ სიტიმ“ ლონდონში, პრემიერლიგის ახლწვეულ „ქუინზ პარკ რეინჯერსთან“ ითამაშა და მოიგო, მაგრამ, თავიდან მოვლენათა უცხო განვითარებას გაუგო გემო - „ლოფტას როუდზე“ აგებდა. გადამწყვეტი გოლი იაია ტურემ გაიტანა.
„ძნელი თამაში გამოდგა, მაგრამ, საბედნიეროდ ის ჩვენი გამარჯვებით დასრულდა - თქვა მატჩის შემდეგ ისტლენდელთა ერთ-ერთიმა მთავარმა ბომბარდირმა, ამ შეხვედრაში „სიტის“ პირველი გოლის ავტორმა ედინ ჯეკომ - მინდა „ქუინზ პარკ რეინჯერსი“ შევაქო. გადაჭარბების გარეშე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში ასეთი ძლიერი გუნდი არ შეგვხვედრია. მათი საუცხოო თამაშის შემყურე გაოცებული დავრჩი“.
სამი ქულით კმაყოფილი დარჩა ისტლენდელთა მწვრთნელი რობერტო მანჩინიც: „როდესაც ყოველ სამ დღეში ერთხელ თამაში გიხდება, გასაკვირი არ არის, რომ ხანდახან გაგიჭირდება. „რეინჯერსსაც“ არ უნდა დავუკარგოთ დამსახურება, მასპინძლებმა შესანიშნავად ითამაშეს, მაგრამ გამარჯვება ჩვენ დაგვრჩა და ამან გამახარა“.
„ჩელსიმ“ კი ფრანკ ლემპარდის წარმატებული თავურის წყალობით ბლექბერნში სამი ქულა მოიპოვა. შეხვედრის შემდეგ „ლურჯების“ თავკაცმა ანდრე ვილაშ-ბოაშმა განაცხადა:
„ჩემპიონატის სანაკრებო წყვეტამდე დადებითი ემოცია, სტიმული გვჭირდებოდა და ძალიან მიხარია, რომ „ბლექბერნის“ დამარცხება შევძელით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გოლი არ გაგვიშვია. რთული თამაში კი იყო, მაგრამ საბოლოოდ ჩვენთვის კარგად დასრულდა“.
„ნიუკასლმა“ „ევერტონს“ მოუგო 2:1. „კაჭკაჭებს“ აგერ უკვე 11 თამაშია არ წაუგიათ. მასპინძელთა ორი გოლიდან განსაკუთრებით ლამაზი მეორე იყო: რაიან ტეილორმა ეფექტური დარტყმით მოუტანა თავისიანებს გამარჯვება. აღსანიშნავია ისიც, რომ „სენტ ჯეიმს პარკზე“ ამ სეზონში სარეკორდო რაოდენობის მაყურებელი იჯდა. სტატისტიკოსები ამბობენ, სეზონის ასეთი წარმატებული დასაწყისი „კაჭკაჭებს“ 1950-51 და 1994-95 წლების შემდეგ არ ჰქონიაო.
„ლივერპულმა“ „სუონსის“ უმასპინძლა და ვერ მოუგო - ენდი ქეროლმა პირველ ტაიმში მეტისმეტად ხელსაყრელი შესაძლებლობა ვერ გამოიყენა. ბედის ირონიით მერსისაიდელებმა ეს უკვე ზედიზედ მეორედ ვერ მოუგეს პრემიერლიგაში ახალაღზევებულ გუნდს. ორივე შეხვედრაში მათ ბევრი საგოლე მომენტი ჰქონდათ, მაგრამ ვაგლახ. ქეროლის ეპიზოდი კი გულშემატკივარს კიდევ კარგა ხანს ემახსოვრება.
„პირველ ტაიმში რომელიმე საგოლე შესაძლებლობა რომ გამოგვეყენებინა, თამაში სულ სხვანაირად გავითარდებოდა და შედეგიც სხვა იქნებოდა, მაგრამ ეს უსაგნო ლაპარაკია. სინამდვილეში რაც მოხდა, ყველამ ნახა“ - თქვა მატჩის შემდეგ „ლივერპულის“ მწვრთნელმა კენი დალგლიშმა.
გამოცოცხლებულმა „არსენალმა“ კი „ვესტ ბრომვიჩ ალბიონი“ გამოიჭირა და შინ 3:0 მოუგო. ამ შეხვედრაში „მეთოფეთა“ გულშემატკივრებმა კიდევ ერთხელ ნახეს გუნდის ჰოლანდიელი ლიდერის რობინ ვან პერსის შესანიშნავი თამაში. ეს გახლდათ ჩრდილოლონდონელთა მეოთხასე გამარჯვება პრემიერლიგაში. მატჩის შემდეგ „არსენალის“ მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა თქვა:
„ვერ გეტყვით, „მეთოფეთა“ ისტორიის უდიდესი ვარსკვლავების სიაში ვან პერსი რომელ ადგილს იკავებს, მაგრამ დაბეჯითებით შემიძლია გითხრათ, რომ ის მსოფლიო კლასის ფეხბურთელია. მახსოვს, ჩემს ბავშვობაში გერმანელები ჰყოფდნენ თავიანთ ფეხბურთელებს ეროვნული, საერთაშორისო და მსოფლიო კლასის მოთამაშეებად და მსოფლიო კლასში სულ ოთხი-ხუთს თუ ახვედრებდნენ. მე ვან პერსის ამ კალიბრს მივაკუთნებდი“.
„ასტონ ვილამ“ „ნორვიჩს 3:2 მოუგო. ამ შეხვედრაში ბირმინგემელთა ფორვარდებმა, დარენ ბენტმა და გებრიელ აგბონლაჰორმა გამოიჩინეს თავი და ინგლისის ნაკრებში რეგულარულად თამაშისკენ გადადგეს ნაბიჯი.
კვირას, „ვულვზმა“ ნავსიან პერიოდს წერტილი დაუსვა - „მგლებს“ ზედიზედ რვა შეხვედრიდან ერთიც არ მოეგოთ. მეორე მხრივ, „უიგანთან“ გამარჯვება, თუნდაც 3:1, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ გუნდმა კრიზისი დაძლია. რატომ? ჩახედეთ ცხრილს, რიცხვები ყველაფერზე ნათლად მეტყველებენ.
ბოლტონელებმა, კრის იგლზმა და ივან კლასნიჩმა კი ორ-ორი გოლი გაიტანეს, რასაც სათავე საკმაოდ საკამათო გოლით კევინ დევისმა დაუდო - ასე დამარცხდა „სტოკ სიტი“ 5:0. საინტერესოა, რომ ეს ბოლტონელთათვის შურისძიება გახლდათ. გასულ სეზონში, ამავე გუნდების შეხვედრაში, ფეხბურთის ასოციაციის თასის ნახევარფინალში, ზუსტად ასეთი ანგარიშით „სტოკმა“ გაიმარჯვა. მას მერე, გუშინდლამდე, „ბოლტონმა“ პრემიერლიგის 16 შეხვედრიდან 13 წააგო...
„ტოტენჰემმა“ გულზე ნაოპერაციები მწვრთნელის, ჰარი რედნაპის არყოფნა არ დაიტყო და ლონდონურ დერბიში „ფულჰემს“ 3:1 მოუგო. ეს გახლდათ „დეზების“ მეშვიდე გამარჯვება ბოლო რვა შეხვედრაში.
ინგლისი. პრემიერლიგა. XI ტური
ნიუკასლი-ევერტონი 2:1
ნიუკასლი (4-4-2): კრული - სიმპსონი, კოლოჩინი, რ. ტეილორი, ს. ტეილორი - მარვო (54. ს. ამეობი), გათრი, კაბაიე (37. გოსლინგი), ხონასი - ბა, ბესტი (73. ბენ არფა).
ევერტონი (4-5-1): ჰოვარდი - ჰიბერტი (81. მაკფადენი), ჰეიტინგა (ტ. კეჰილი), ჯეგიელკა, ბეინესი - კოულმენი, როდუელი, ფ. ნევილი (41. დისტინი), ოსმანი, დრენტე - საა.
გოლები: 1:0 ჰეიტინგა (12 ს.კ.), 2:0 რ. ტეილორი (29), 2:1 როდუელი (45)
გაფრთხილება: გათრი, ტეილორი - ჰეიტინგა, ბეინესი, დრენტე
კუთხური: 5-3; ჯარიმა: 14-16; კარში დარტყმა: 12-15 (3-4); თამაშგარე: 5-4; ბურთის ფლობა: 44%-56%
მაყურებელი: 50 671
არსენალი-ვესტ ბრომვიჩი 3:0
არსენალი (4-4-2): შჩესნი - ჯენკინსონი, ვერმაელენი, კოშელნი, სანტოსი - უოლკოტი (78. არშავინი), არტეტა, სონგი, ჟერვინიო (72. ბენაიუნი) - რემსი (71. როსიცკი), ვან პერსი.
ვესტ ბრომვიჩი (4-4-2): ფოსტერი - რიდი, ოლსონი, მაკოლი, ბ. ჯონსი - ბრანტი, ჯ. მორისონი, დორანსი (81. თორნი), ტომასი - გერა (63. ტჩოი), კოქსი (71. მულუმბუ).
გოლები: 1:0 ვან პერსი (22), 2:0 ვერმაელენი (39), 3:0 არტეტა (74)
კუთხური: 4-1; ჯარიმა: 12-13; კარში დარტყმა: 12-10 (5-2); თამაშგარე: 1-6; ბურთის ფლობა: 67%-33%
მაყურებელი: 60 091
ასტონ ვილა-ნორვიჩი 3:2
ასტონ ვილა (4-4-2): გივენი - ჰატონი, დანი, კოლინზი, უორნოკი - ნ,ზოგბია, ს. პეტროვი (77. აირლენდი), ჰერდი, ჰესკი (67. ჯენასი) - ბენტი, აგბონლაჰორი.
ნორვიჩი (4-4-2): რადი - ნაფტონი, მარტინი, ბერნეტი, ტიერნი - ბენეტი (63. ფოქსი), ბ. ჯონსონი (35. კროფტსი), ჰულაჰანი (76. ჯეკსონი), პილკინგტონი - ს. მორისონი, ჰოლტი.
გოლები: 0:1 პილკინგტონი (25), 1:1 ბენტი (30), 2:1 აგბონლაჰორი (48), 3:1 ბენტი (62), 3:2 ს. მორისონი (77)
გაფრთხილება: ნ’ზოგბია - ჰულაჰანი, კროფტსი, ბერნეტი, პილკინგტონი, ჰოლტი
კუთხური: 6-6; ჯარიმა: 12-9; კარში დარტყმა: 16-11 (5-7); თამაშგარე: 5-1; ბურთის ფლობა: 47%-53%
მაყურებელი: 35 290
ბლექბერნი-ჩელსი 0:1
ბლექბერნი (4-4-2): რობინსონი - ლოუი, ჟივე, სამბა (45. ჰენლი), ოლსონი - როჩინა (72. დანი), პედერსენი, ნზონზი, ჰოილეტი - ფორმიცა, იაკუბუ.
ჩელსი (4-3-3): ჩეხი - ივანოვიჩი, ტერი, ალექსი, ე. კოული - რამირესი (90. რომეუ), მიკელი, ლემპარდი - მატა (83. მეირელეში), სტერიჯი, მალუდა (45. ტორესი).
გოლები: 0:1 ლემპარდი (51)
გაფრთხილება: ლოუი, ჰენლი, ჟივე, პედერსენი - სტარიჯი, მეირელეში
კუთხური: 5-8; ჯარიმა: 14-11; კარში დარტყმა: 12-12 (5-5); თამაშგარე: 3-3; ბურთის ფლობა: 38%-62%
მაყურებელი: 21 985
ლივერპული-სუონსი 0:0
ლივერპული (4-4-2): რეინა - გ. ჯონსონი, აგერი, შკრტელი, ენრიკე - ჰენდერსონი (45. კუიტი), ადამი, ლუკასი, დაუნინგი - სუარესი, ქეროლი (75. ბელამი).
სუონსი (4-4-2): ვორმი - რანგელი, უილიამსი, მონკი, ნ. ტეილორი - დაიერი, ბრიტონი, გოვერი (90. აგუსტეინი), რუტლიჯი (75. სინკლერი) - ალენი, გრემი.
გაფრთხილება: ადამი, აგერი - ნ. ტეილორი, უილიამსი
კუთხური: 11-4; ჯარიმა: 15-5; კარში დარტყმა: 25-12 (5-3); თამაშგარე: 2-4; ბურთის ფლობა: 52%-48%
მაყურებელი: 45 013
მანჩესტერ იუნაიტედი-სანდერლენდი 1:0
მანჩესტერ იუნაიტედი (4-4-2): ლინდეგაარდი - ფ. ჯონსი, რ. ფერდინანდი, ვიდიჩი, ევრა - ნანი, რუნი, ფლეტჩერი (90. ფაბიო), პარკი (83. ქერიკი) - უელბეკი (73. ბერბატოვი), ერნანდესი.
სანდერლენდი (4-4-2): ვესტვუდი - ბერდსლი, ბრაუნი, ტერნერი, რიჩარდსონი - ლარსონი, კოლბეკი (76. მეილერი), კეტერმოლი, სესენიონი (76. ელმოჰამადი) - ბენდტნერი, უიკჰემი (5. ჯი).
გოლები: 1:0 ბრაუნი (45 ს.კ.)
გაფრთხილება: ლარსონი, ჯი (ორივე სანდერლენდი)
კუთხური: 6-2; ; ჯარიმა: 7-15; კარში დარტყმა: 13-9 (6-1); თამაშგარე: 4-2; ბურთის ფლობა: 57%-43%
მაყურებელი: 75 570
ქუინზ პარკი-მანჩესტერ სიტი 2:3
ქუინზ პარკი (4-4-2): კენი - ლ. იანგი, გებიდონი, ა. ფერდინანდი, ტრაორე (90. ჰილი) - მეკი (84. სმიტი), ფაურლინი, ბარტონი, რაიტ-ფილიპსი - ბოთროიდი (77. პანჩეონი), ჰელგიუსონი.
მანჩესტერ სიტი (4-4-2): ჰარტი - რიჩარდსი, ლესკოტი, სავიჩი, კოლაროვი - მილნერი, ბერი (75. ბალოტელი), ი. ტურე, სილვა - აგუერო (68. ჯონსონი), ჯეკო (88. კ. ტურე).
გოლები: 1:0 ბოთროიდი (28), 1:1 ჯეკო (43), 1:2 სილვა (52), 2:2 ჰელგიუსონი (69), 2:3 ი. ტურე (74)
გაფრთხილება: ბარტონი - ბალოტელი
კუთხური: 3-1; ჯარიმა: 6-14; კარში დარტყმა: 21-18 (5-5); თამაშგარე: 2-3; ბურთის ფლობა: 53%-47%
მაყურებელი: 18 076
ვულვერჰემპტონი-უიგანი 3:1
ვულვერჰემპტონი (4-5-1): ჰენესი - სტირმენი, ბერა, რ. ჯონსონი, უორდი - ედუარდსი, გუედიოურა (45. ჯერვისი), ჰენრი, ო’ჰარა (84. მილიაში), ჰანტი - დოილი.
უიგანი (4-3-3): ალ ჰაბსი - ბოისი, ალკარასი, გოჰური, ფიგეროა - დ. ჯონსი (78. მაკარტური), უოტსონი (65. კრუსეტი), დიამე - მოზესი, როდალეგა (78. სემონი), დი სანტო.
გოლები: 1:0 ო’ჰარა (31), 1:1 უოტსონი (42), 2:1 ედუარდსი (55), 3:1 უორდი (66)
ვერ გაიტანა პენალტი: უოტსონი (42-უიგანი)
გაფრთხილება: ჰანტი, ო‘ ჰარა - ალკარასი
კუთხური: 5-6; ჯარიმა: 22-14; კარში დარტყმა: 12-13 (11-7); თამაშგარე: 3-7; ბურთის ფლობა: 46%-54%
მაყურებელი: 23 530
ბოლტონი-სტოკი 5:0
ბოლტონი (4-4-2): იაასკელაინენი - რაილი (90. ნაითი), უიტერი, გ. კეჰილი, რობინსონი - იგლზი, რიო-კოკერი (89. პრეტლი), მუამბა, მ. დევისი - კლასნიჩი (85. თუნჩაი), კ. დევისი.
სტოკი (4-4-2): ბეგოვიჩი - ჰუთი, ვუდგეიტი, აპსონი, უილკინსონი (68. ჰიგინბოთემი) - პენანტი (68, კ. ჯონსი), უილენი (68. უაიტჰედი), დილეპი, უოლტერსი - კრაუჩი, ჯერომი.
გოლები: 1:0 კ. დევისი (2), 2:0 იგლზი (24), 3:0 კლასნიჩი (61), 4:0 იგლზი (73), 5:0 კლასნიჩი (82)
გაფრთხილება: უოლტერსი (სტოკი)
კუთხური: 12-4; ჯარიმა: 11-12; კარში დარტყმა: 22-11 (9-3); თამაშგარე: 0-2; ბურთის ფლობა: 61%-39%
მაყურებელი: 20 028
ფულჰემი-ტოტენჰემი 1:3
ფულჰემი (4-4-2): შვარცერი - გრიგერა (46. კელი), ბეირდი, ჰანგელანდი, რიისე - დაფი (71. რუის გონსალესი), მერფი (76. ეტუჰუ), სიდუელი, დემპსი - დემბელე, ზამორა.
ტოტენჰემი (4-4-1-1): ფრიდელი - უოქერი, ქაბული, კინგი, ასუ-ეკოტო - ლენონი (78. სანდრო), პარკერი, მოდრიჩი, ბეილი - ვან დერ ვაარტი (66. დეფო) - ადებაიორი.
გოლები: 0:1 ბეილი (10), 0:2 ლენონი (45), 1:2 ქაბული (57 ს.კ.), 1:3 დეფო (90)
კუთხური: 11-1; ჯარიმა: 14-6; კარში დარტყმა: 20-6 (14-6); თამაშგარე: 1-1; ბურთის ფლობა: 53%-47%
მაყურებელი: 25 698
თ მ ფ წ ბ ქ
1. სიტი 11 10 1 0 39-10 31
2. იუნაიტედი 11 8 2 1 28-12 26
3. ნიუკასლი 11 7 4 0 17-8 25
4. ჩელსი 11 7 1 3 24-15 22
5. ტოტენჰემი 10 7 1 2 21-15 22
6. ლივერპული 11 5 4 2 14-10 19
7. არსენალი 11 6 1 4 23-21 19
8. ასტონ ვილა 11 3 6 2 16-15 15
9. ნორვიჩ 11 3 4 4 16-18 13
10. სუონსი 11 3 4 4 12-15 13
11. ქუინზ პარკი 11 3 3 5 10-20 12
12. სტოკ სიტი 11 3 3 5 8-19 12
13. ვულვზი 11 3 2 6 12-18 11
14. ვესტ ბრომვიჩი 11 3 2 6 9-16 11
15. სანდერლენდი 11 2 4 5 14-13 10
16. ფულჰემი 11 2 4 5 14-15 10
17. ევერტონი 10 3 1 6 11-15 10
18. ბოლტონი 11 3 0 8 18-27 9
19. ბლექბერნი 11 1 3 7 13-24 6
20. უიგანი 11 1 2 8 7-20 5
ბომბარდირები
11 - ვან პერსი (არსენალი); 10 - ჯეკო (სიტი), 9 - აგუერო (სიტი), რუნი (იუნაიტედი); 8 - ბა (ნიუკასლი); 6 - ლემპარდი (ჩელსი), ვან დერ ვაარტი (ტოტენჰემი); 5 - ბალოტელი (სიტი), აგბონლაჰორი (ასტონ ვილა), ბენტი (ასტონ ვილა); 4 - ბეილი (ტოტენჰემი), გრემი (სუონსი), ერნანდესი (იუნაიტედი), სტარიჯი (ჩელსი), სუარესი (ლივერპული).
XII ტური
19 ნოემბერი. ნორვიჩი-არსენალი, ევერტონი-ვულვერჰემპტონი, მანჩესტერ სიტი-ნიუკასლი, სტოკი-ქუინზ პარკი, სანდერლენდი-ფულჰემი, ვესტ ბრომვიჩი-ბოლტონი, უიგანი-ბლექბერნი, სუონსი-მანჩესტერ იუნაიტედი; 20 ნოემბერი. ჩელსი-ლივერპული; 21 ნოემბერი. ტოტენჰემი-ასტონ ვილა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"