აგერი: თავწაცლილ ქათმებს დავემსგავსეთ

AutoSharing Option
"ლივერპულის" მცველი დანიელ აგერი ინგლისის ჩემპიონატში "სუონსისთან" შეხვედრაში თავისი გუნდის თამაშით უკმაყოფილო დარჩა.

მერსისაიდელები უკვე მესამე საშინაო მატჩს ფრედ ასრულებენ, რაც ადგილობრივ გულშემატკივარს ნამდვილად არ მოსწონს.

თავი ვერც აგერმა შეიკავა და აღნიშნულ შეხვედრას შესაფერისი კომენტარიც გაუკეთა.

"დროდადრო თავწაცლილ ქათმებს ვემსგავსებოდით, რომლებიც წინ და უკან დარბიან და არაფერზე ფიქრობენ.

ვფიქრობ, ყველა ჩვენგანი გაბრაზებული და იმედგაცრუებულია მსგავსი თამაშით. ძალიან ცუდად ვითამაშეთ. როცა ბურთს დავეუფლებოდით, უმალ ვკარგავდით.

"ვესტ ბრომვიჩთან" კარგად ჩატარებული მატჩის შემდეგ, ისევ პრობლემები გაგვიჩნდა. ეს უკვე ნერვების მომშლელია. ასეთი შეხვედრები უნდა
მოვიგოთ, თუ არადა ტიტულებზე მხოლოდ ოცნება მოგვიწევს", - განაცხადა აგერმა.

მომზადებულია Sky Sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული