რედნაპს ერთთვიანი პაუზის აღებას ურჩევენ

AutoSharing Option
"ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა ჰარი რედნაპმა განაცხადა, რომ ექიმებმა ურჩიეს აქტიური საფეხბურთო საქმიანობისთვის დაბრუნება არ იჩქაროს.

ცოტა ხნის წინ ბრიტანელმა სპეციალისტმა გულის ოპერაცია გადაიტანა. ექიმები ვარაუდობენ, რომ 64 წლის სპეციალისტს ერთთვიანი დასვენება დასჭირდება.

"ექიმებმა მირჩიეს დავისვენო და სტრესს მოვერიდო. სწორედ სტრესმა შემიქმნა პრობლემები. იმედი მაქვს სამწვრთნელო საქმიანობას ერთ თვეზე ნაკლებ დროში დავუბრუნდები".

მომზადებულია Sky Sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული