მოგეხსენებათ, მას მერე, რაც 30 წლის ვარსკვლავისა და ანტონ ფერდინანდის კონფლიქტის ამბავი ქვეყანას მოედო, კაპელო საგონებელში ჩავარდა - ინგლისელებს ორი ამხანაგური შეხვედრა ელით, ესპანელებთან და შვედებთან.
ამ შეხვედრებამდე ქვეყნის ფეხბურთის ასოციაცია და პოლიცია ვერ მოასწრებენ გარკვევას, სინამდვილეში რა მოხდა ორი კვირის წინ "ლოფტას როუდზე", არადა მწვრთნელს ტერი სჭირდება, ბოლოს და ბოლოს ის კაპიტანია, კაპიტანს კი იმის გამო, რაც ჯერ დამტკიცებული არ არის, ვერ
აშკარა სირთულის მიუხედავად, კაპელომ მაინც მიიღო გადაწყვეტილება და ტერი 25 კაციან სიაში შეიყვანა, თუმცა კომპრომისზეც დაფიქრდა - ნაკრებისა და "ჩელსის" კაპიტანი შაბათს ესპანელებთან არ ითამაშებს, სამშაბათს, შვედებთან კი მხოლოდ ერთი ტაიმით შევა მოედანზე.
შემდეგ, როდესაც ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი სთხოვეს, კაპელომ ერთი შეხედვით ძალიან ლოგიკური რამ თქვა - სანამ ადამიანს ბრალს არ დაუმტკიცებენ, ის უდანაშაულოაო, მაგრამ ლონდონის პოლიციას ურჩევნია იტალიელმა ხმა საერთოდ არ ამოიღოს. პოლიციელებმა ინგლისის ფეხბურთის ასოციაციას შეატყობინეს კიდეც, მწვრთნელს გადაეცით, ჩუმად იყოსო.
წინასწარი გეგმის თანახმად, ესპანელების წინააღმდეგ კაპიტნის სამკლავურს ტერის თანაკლუბელი, 33 წლის ფრენკ ლემპარდი გაიკეთებს.
ლემპარდივე გაუძღვება გუნდს შვედებთანაც; ყოველ შემთხვევაში მეორე ტაიმამდე მაინც, სანამ მოედანზე ტერი შევა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"