მადლობა ღმერთს!

AutoSharing Option
"ბოლტონმა" "სტოკს" უმასპინძლა და 5:0 მოუგო, რისთვისაც გამარჯვებულთა მწვრთნელმა, ოუენ კოილმა უფალს მადლობა შესწირა:
"თამაშის წინა საღამოს წირვაზე რომ ვიყავი მღვდელმა მრევლს მიმართა: ახლა, მოდი "უონდერეზისთვის" ვილოცოთო. და დღეს, თამაშის დროს ვიცოდი, რომ იმ ლოცვის წყალობით უფლის შემწეობა გვექნებოდა".

"სტოკი" შეხვედრას ძალიან მოუმზადებელი შეხვდა და 24 წლის ბოსნიელმა მეკარე ასმირ ბეგოვიჩმაც ბევრი უხეში შეცდომა დაუშვა. კოილმა დასძინა:

"ეს გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. სამწუხაროდ, როდესაც სეზონს ცუდად დაიწყებ, მერე ყოველ შეხვედრას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. მართალია, ჯერ ისევ ბოლო სამეულში ვართ, მაგრამ
ჩვენს ზევით მყოფი გუნდების დიდ ჯგუფს მივუახლოვდით".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული