"დადგება დღე როდესაც ბალოტელი მოედანზე მენტალიტეტს საბოლოოდ შეიცვლის. ამ დღეს ის ლიონელ მესის და რონალდოს ტოლ-სწორად ითამაშებს.
ტექნიკის მხრივ მარიოს არანაირი პრობლემა არ აქვს. ის ჯეკოსთან ერთადაც კარგად თამაშობს და აგუეროსთანაც.
ბალოტელი ვარჯიშებზეც უფრო მონდომებული გახდა. მას სასტარტო შემადგენლობაში თამაში სურს, რათა მეტი გოლი გაიტანოს.
"ქუინზ პარკ რეინჯერსთან" თამაშის შემდეგ ის ჩემთან მოვიდა და მითხრა - მისტერ, გატანა ვერ შევძელიო.