მანჩინი: მალე ბალოტელი მესის და რონალდოს გაუტოლდება

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ განაცხადა, რომ სულ მალე ფერადკანიანი იტალიელი ფეხბურთელი ლიონელ მესის და კრიშტიანო რონალდოს დონეზე ათამაშდება.

"დადგება დღე როდესაც ბალოტელი მოედანზე მენტალიტეტს საბოლოოდ შეიცვლის. ამ დღეს ის ლიონელ მესის და რონალდოს ტოლ-სწორად ითამაშებს.

ტექნიკის მხრივ მარიოს არანაირი პრობლემა არ აქვს. ის ჯეკოსთან ერთადაც კარგად თამაშობს და აგუეროსთანაც.

ბალოტელი ვარჯიშებზეც უფრო მონდომებული გახდა. მას სასტარტო შემადგენლობაში თამაში სურს, რათა მეტი გოლი გაიტანოს.

"ქუინზ პარკ რეინჯერსთან" თამაშის შემდეგ ის ჩემთან მოვიდა და მითხრა - მისტერ, გატანა ვერ შევძელიო.
ვუპასუხე, რომ მან თავისი სამუშაო შეასრულა და გუნდს მძიმე წუთებში დაეხმარა", - თქვა მანჩინიმ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული