სუარესი: ევრას ისე მივმართე, როგორც მას კლუბში თანაგუნდელები ეძახიან

AutoSharing Option
"ლივერპულის" ფორვარდმა ლუის სუარესმა პატრის ევრასთან ინციდენტზე დუმილი დაარღვია.

"ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ უნდა გაარკვიოს ევრასთან დაკავშირებული ინციდენტი. არ არსებობს მტკიცებულება, რომ მე ევრას რასისტული შეურაცხყოფა მივაყენე. მე მსგავსი არაფერი მითქვამს და საერთოდ, მისთვის შეურაცხყოფა არც მიმიყენებია.

თავი ვერ შევიკავე და მას ისე მივმართე, როგორც ევრას კლუბში თანაგუნდელები ეძახიან. მისი გუნდის წევრებსაც გაუკვირდათ პატრისის ასეთი რეაქცია.

მსგავსი სიტუაციები ხდება ფეხბურთში, როცა ემოციებს ვერ იკავებ. როცა ყველაფერი დასრულდება, მე და პატრისი შევხდებით ერთმანეთს და მომხდარზე ვისაუბრებთ. გავარკვევთ, ვინ იყო დამნაშავე და ბოდიშსაც
მოვუხდით ერთმანეთს", - განაცხადა სუარესმა.

მომზადებულია Суареса The Guardian-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული