ფერგიუსონის დაშვებული შეცდომების რეიტინგი

AutoSharing Option
ბრიტანული გაზეთის The Sun-მა "მანჩესტერ იუნაიტედის" თავკაცის ალექს ფერგიუსონის მიერ სატრანსფერო ბაზარზე დაშვებული შეცდომების რეიტინგი შეადგინა.

რეიტინგში ის 10 ფეხბურთელი შევიდა, რომლებიც "იუნაიტედში" ფერგიუსონის დროს მოვიდნენ და თავის გამოჩენა ვერ შეძლეს.

პირველი ადგილი პორტუგალიელმა თავდამსხმელმა ბებემ დაიკავა, რომელიც 2010 წლის ზაფხულში "ვიტორიადან" აიყვანეს. "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლამდე ბებეს თამაში ფერგიუსონს არასდროს უნახავს. ახლა ის იჯარით თურქეთის "ბეშიქთაშში" გამოდის.

მეორე ადგილზე იტალიელი მეკარე მასიმო ტაიბი იმყოფება. ის ინგლისელებმა 1999 წელს "ვენეციიდან" შეიძინეს. სხვათა შორის ტაიბის მანჩესტერში "ბრმა ვენეციელი" შეარქვეს.

მესამეზე კამერუნელი ერიკ
ჯემბა-ჯემბაა. მას როი კინი უნდა შეეცვალა, მაგრამ "მანჩესტერში" მისი კარიერა წარუმატებლად წარიმართა.

რეიტინგში ფრანგი დევიდ ბელიონი, ჰოლანდიელი ხორდი კრუიფი, ფრანგი უილიამ პრუნიე, ჩინელი დუდ ფანცზო, არგენტინელი ხუან სებასტიან ვერონი, ბრაზილიელი კლებერსონი და ურუგვაელი დიეგო ფორლანი შევიდნენ.

რეიტინგი ფერგიუსონის "იუნაიტედში" მისვლის 25-ე წლისთავს მიეძღვნა. შოტლანდიელი მწვრთნელი გუნდს 1986 წლის 6 ნოემბერს ჩაუდგა სათავეში.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული