ტერიმ შესაძლოა ესპანეთის ნაკრებთან ითამაშოს

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსისა" და ინგლისის ნაკრების კაპიტანი ჯონ ტერი, რომლის რასისტული გამონათქვამების გამო გამოძიება მიმდინარეობს, შესაძლოა, ესპანეთის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩი ითამაშოს.

ტერის ფეხბურთისთვის ახლა ნამდვილად არ სცალია, რადგან ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია და პოლიცია მისი სიტყვების გამოძიებას ატარებს, რომელიც ფეხბურთელმა პრემიერლიგის შეხვედრაში ანტონ ფერდინანდის მისამართით გამოთქვა.

მიუხედავად, ამისა "ჩელსის" ფეხბურთელი ინგლისის ნაკრებში მაინც გამოიძახეს და შესაძლოა ჯონ ტერი ძირითად შემადგენლობაშიც ვიხილოთ.

საქმე ისაა, რომ ნაკრების მცველი ფილ იაგელკა დაშავებულია და ტრავმა ჯერ არ მოუშუშებია.

იაგელკას გარ
და კაპელოს განკარგულებაში კეჰილი და ლესკოტიც არიან და ასევე თავად ანტონ ფერდინანდი, თუმცა ძირითადში მოხვედრის შანსი ტერისაც აქვს.

მომზადებულია Reuters-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული